LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო დასრულდა, ვერდიქტი გამოტანილია! – რა ბედი ეწევა ბრიტნი სპირსს

500
page

პოპ-ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი დასრულდა და განაჩენიც გამოტანილია. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

44 წლის მომღერალმა რეალური პატიმრობა აიცილა თავიდან, რადგან დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და უფრო მსუბუქი მუხლით, „დაუდევარი მართვით“ გადაკვალიფიცირდა საქმე.

სასამართლომ სპირსს 571 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, 12 თვიანი პირობითი სასჯელი და ერთდღიანი პატიმრობა, რომელიც წინასწარი განხილვის პერიოდში უკვე მოხდილად ჩაეთვალა.

ასევე ბრიტნი ვალდებულია გაიაროს სამთვიანი სარეაბილიტაციო კურსი, ყოველკვირეულად ეწვიოს ფსიქოლოგს და თვეში ორჯერ ფსიქიატრს გაესაუბროს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, მას შესაძლოა ჩაუტარდეს შემოწმება და ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება. ასევე, მედიკამენტების მიღება მხოლოდ მოქმედი რეცეპტის საფუძველზე იქნება ნებადართული.

სასამართლო სხდომას თავად ბრიტნი სპირსი არ დასწრებია. მის ინტერესებს ადვოკატი მაიკლ გოლდსტეინი იცავდა.

„შვილებმა ბრიტნი სპირსი შეგნებულად მოათავსეს სარეაბილიტაციო ცენტრში, რათა მის სასახლეში გადასულიყვნენ“ – პოპის პრინცესა სულ მარტოა

„ისინი იყვნენ ძალიან მკაცრები“ – ბრიტნი სპირსის უმცროსი ვაჟი პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი დედა სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს – რას ჰყვება ინსაიდერი

ბრიტნი სპირსი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს – ნახეთ მისი უკანასკნელი ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები