LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 წლის შემდეგ მამა ვიქნები“ – დემნა გვასალიას ახალი ინტერვიუ

320
page
„დემნა დეილი“ დიზაინერის, ახალ ინტერვიუს ავრცელებს. რეპორტიორის შეკითხვაზე, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ თავს ათი წლის შემდეგ, დემნა პასუხობს, რომ  ის მამა იქნება.
„10 წლის შემდეგ მამა ვიქნები და ეს იქნება ჩემი მთავარი საქმე, მიუხედავად სხვა რაღაცებისა რასაც გავაკეთებ. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები, რისი გაკეთება მინდა მომავალში. პანდემიისას მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მაინც ტანსაცმლის შექმნა მსიამოვნებს. მაგრამ რადგან ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, მინდა ჩემთვის უცნობი ადგილებიც აღმოვაჩინო, ამიტომ არ გამოვრიცხავ, შეიძლება სხვა ვიზუალური ფორმითაც ვიმუშაო. ვიცი, რომ ექსპერიმენტებისათვის ღია ვარ და ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების ძირითადი საქმე მაინც არის ტანსაცმლის შექმნა“, – აცხადებს 42 წლის დიზაინერი.

„სამწუხაროა, რომ არ მომიწვიეს ჩვენებაზე“ – დემნა გვასალიას ძმა Balenciaga-ს ჩვენებაზე არ მიიწვიეს

ფოტო: დემნა გვასალიას ჩანთის ნაცვლად, ხელში სპორტული ფეხსაცმელი უკავია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები