LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე ცუდი ფილმი „ოსკარების“ ისტორიაში

941

გამოცემა Variety „ოსკარების“ არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი ფილმების ათეულს აქვეყნებს. ეს ის კინოფილმებია, რომლებაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მიიღეს. კინოკრიტიკოსები თვლიან, რომ ეს კინოაკადემიის ყველაზე ცუდი არჩევანია.

 

  • მსოფლიოს უდიდესი შოუ (1952)

 

ფილმი ამერიკის ლეგენდარული ცირკის მონაწილეობით შეიქმნა. ფილმში ცირკის მსახიობთა ცხოვრების ისტორიაა ასახული, კულისებში და სცენაზე. ფილმის რეჟისორია სესილ ბლაუნტ დემილი და სურთმა 2 „ოსკარი“ მიიღო. „მსოფლიოს უდიდეს შოუში“ მთავარ როლებს ბეტი ჰატონი და კორნელ უაილი ასრულებენ. ცირკის დირექტორის როლში ჩარლტონ ჰესტონი გვევლინება, ხოლო კლოუნის როლს, რომელიც ნიღაბს არასოდეს იხსნის, ჯეიმს სტიუარტი თამაშობს. კრიტიკოსები თვლიან, რომ კინოაკადემიამ ოსკარით არა ფილმი, არამედ სესილ ბლაუნტ დემილის 40 წლიანი კარიერა დააფასა.

 

  • ბროდვეის მელოდია (1929)

 

გარი ბომონტის ფილმი, რომელიც ორი გოგონას ისტორიას გვიყვება. ისინი მოცეკვავეები და მომღერლები არიან და ნიუ-ორკში ბროდვეიდან ჩადიან, სადაც მეგობარი მათ კარიერის აწყობაში ეხმარება. კრიტიკოსები თვლიან, რომ თავად ფილმის სიუჟეტი და მუსიკალური ნომრები შორსაა სრულფასოვნებისგან. ამდენად, ფილმისთვის „ოსკარი“ დამსახურებული არ ყოფილა.

 

  • ჟიჟი (1958)

 

კომედიური ჟანრის ეს მუსიკალური ფილმი ვინსენტ მინელიმ გადაიღო და ის გოგონას ისტორიას ყვება, რომელიც, სურთ, შეცვალონ, თუმცა ის მხოლოდ სიყვარულის ძიებაშია. კრიტიკოსები თვლიან, რომ მსახიობთა დიდი ნაწილი ფილმში ზედმეტად შესულია როლში, რაც მათ ბუნებრიობას უკარგავს. ერთადერთი, ვის შესრულებასაც უმაღლესი შეფასება მისცეს, მსახიობი ლესლი ქერონია, რომლიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს.

 

  • ბენ-ჰური (1959)

 

ფილმმა 1960 წელს გამათულ ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიაზე 11 „ოსკარი“ მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. „ოსკარი“ მიიღო ჩარლტოლ ჰესტონმაც, როიმელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, ასევე რეჟისორმა უილიამ უაილერმა. კრიტიკოსები თვლიან, რომ ფილმის საკვანძო მომენტი რბოლაა, რომელც მოუტანა კიდეც ფილს საქვეყნო აღიარება. მათივე აზრით, ფილმის დანარჩენი ნაწილი მოსაწყენია.

 

  • 80 დღე მსოფლიოს გარშემო (1956)

 

მაიკლ ანდერსონის სათავგადასავლო ფილმი, რომელმაც 5 ოსკარი აიღო, ჟიულ ვერნის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. კრიტიკოსთა აზრით, ფილმი სასაცილო გამოვიდა, მაშინ როცა ასეთი იუმორისტული დატვირთვა რომანს არ აქვს.

 

  • სიმარონი (1931)

 

ედნა ფარბერის ამავე სახელწოდების ვესტერნის ეკრანიზაცია, რომელმაც 1931 წელს „ოსკარის“ 3 ნომინაცია მიიღო. ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა, ხოლო კრიტიკოსები თვლიან, რომ თეატრის მსახიობი რიჩარდ დიქსი საერთოდ ვერ მოერგო როლს.

 

  • კავალკადა (1933)

 

შავ-თეთრი ფილმი, რომელიც ამავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორი გახლავთ ფრენკ ლოიდი და მთავარ როლებს კლაივ ბრუკი და უნა ოკონორტი ასრულებენ. კრიტიკოსთა აზრით, ფილმმა წამიერი ემოცია დატოვა და ის დღეს არავის ახსოვს. სწორედ ამ ფილმმა დაუდო საფუძვლად სერიალს „დაუნტონის სააბატო“.

 

  • დიდი ზიგფილდი (1936)

 

ლეგენდარული შოუმენის ფლორენც ზიგფილდის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმი. კინოსურათი კონცერტის ფორმატში „ოსკარის“ 3 ნომინაციაში გამარჯვებული გახდა. მათ შორის, „ოსკარი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ლუიზა რაინერმაც, რომლის დიალოგიც ფილმში კლასიკად ითვლება. კრიტიკოსთა აზრით, სიუჟეტი და ფილმის ხანგრძლივობა აცდენილია ერთმანეთთან, რადგან ნებისმიერი კინოსურათისთვის სამსაათიანი ხანგრძლივობა დამღუპველია.

 

  • ამერიკული სილამაზე (1999)

 

სემ მენდესის ამ ფილმმა „ოსკარის“ 5 ნომინაცია მიიღო. მათ შორის ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა კევინ სპეისიც, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს. კრიტიკოსთა აზრით, ფილმის მოლოდინი ბევრად მეტია, ვიდრე შედეგი. სურათის მთავარი ღირებულება რეჟისორი სემ მენდესი და მწერალი ალან ბოლია.

 

  • არტისტი (2011)

 

მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმი ჰოლივუდის 20-იანი წლების უხმო ფილმის ვარსკვლავის ისტორიას გვიყვება. ამ როლმა ჟან დიუჟარდენს „ოსკარი“ და საქვენყო აღიარება მოუტანა. კრიტიკოსთა აზრით, ფილმი მართლაც ლამაზი სანახავია, თუმცა 2011 წლის ფავორტი ფილმებიდან ბევრად შთამბეჭდავი იყო „გოგონა დრაკონის ტატუთი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g