LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა – ირაკლი კობახიძე

194
79688971-2695217137204881-1210257222064406528-o

თბილისში, დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გაიმართა.

“ქართული ოცნების” ორგანიზებული საზეიმო შეკრება თავისუფლების მოედანზე დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

 

შეკრებილებს თავდაპირველად “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა მიმართეს – ოფიციალურ ცნობით, სწორედ მათი ინიციატივა იყო საზეიმოდ აღნიშვნა იმ ფაქტის, რომ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმდჯომარე ქვეყანა გახდა.

პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვხედავდით, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ეს მიზანი ზედმიწევნით შესრულდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g