„ალიანც არენა“ ევროპის 5 ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე შევსებადი სტადიონია.
მიუნხენის „ბაიერნის“ სათამაშო არენა 2016/17 წლების სეზონში 100%-ით ივსება. გერმანიის საუკეთესო გუნდის ყოველ მატჩზე 75 ათასი მაყურებელი მიდის.
ტრიბუნების შევსების მხრივ მეორე ადგილზეა „ფრაიბურგის“ „შვარცვალდ-სტადიონი“ (99,76%). მესამეა „ჩელსის“ სახლი – „სტემფორდ ბრიჯი“ (99,75%).
ევროპული სტადიონების ათეულში სამი არენა გერმანულია და შვიდი ინგლისური.
კვლევა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდებს შორის ჩატარდა.