LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100%-ით ტყუილია, არც შემოთავაზება, არც განხილვა, არაფერი ყოფილა – მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე

87
გიორგი მარგველაშვილი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დაინიშნოს, თავად მარგველაშვილი ეხმიანება.

გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება? – რას აცხადებენ პარტიაში

ამის შესახებ მან “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა, გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომამ საკითხზე არც შემოთავაზება და არც განხილვა არ ყოფილა:

“არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი ყოფილა. სააკაშვილთან მქონდა მიმოწერა უკრაინაში წასვლამდე. ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა. სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი სკანდალები, არის ხოლმე მოგონილი სკანდალები და მცდელობა რაღაც ამბის გადაფარვის.

გუშინდელი ამბავი, სავარაუდო განხილვა ოლიგარქებთან ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა ეს ამბავი ძალიან მძიმეა”, – თქვა მარგველაშვილმა.

მელია: მარგველაშვილი გახდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და მე გავხდები მეოთხე პრეზიდენტი – ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს

მარგველაშვილი ქართულ პოლიტიკას მნიშვნელოვანს არაფერს შემატებს – პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე

რაც შეეხება თავად აუდიოჩანაწერს, შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აღნიშნული სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.

ვრცლად ამ თემაზე:

ევტუშენკოვი: “ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან “ფეიკია”

“დაასვენეთ ეს ადამიანი”, “ერთი მეგობარი მეორე მეგობარს ურეკავს”, “კანონსაწინააღდეგო არაფერია” – ვინ როგორ აფასებს ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერს

„ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა“ – პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, ავთენტურიც რომ იყოს, კანონსაწინააღდეგო არაფერია: კობახიძე ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

„ეს უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს?! ერთი მეგობარი მეორე მეგობარს კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს“ – ზარქუა გავრცელებულ ჩანაწერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g