LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, ავთენტურიც რომ იყოს, კანონსაწინააღდეგო არაფერია: კობახიძე ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

91
Untitled design

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერს ეხმიანება.

„ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ადრესატმა“ – პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

რას ფიქრობს და უნდა დაიწყოს თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება, ამ კითხვის საპასუხოდ დღეს კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველ რიგში, არავინ იცის, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და მისი თქმით, რომც იყოს მასში მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებზეა საუბარი:

“პირველ რიგში, ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, მეორე – ავთენტური რომც იყოს, აქ, ბუნებრივია, არაფერზეა საუბარი, რომც დავუშვათ, რომ ეს არის ავთენტური – საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე.

თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ანუ ხდება პროდუქტის ექსპორტირება და იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერი და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში.

გარდა ამისა, პროდუქტის იმპორტირება ხდება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის და არავითარი გადაყიდვისთვის.

რაც შეეხება იმპორტ-ექსპორტს, სავაჭრო ურთიერთობები ნარჩუნდება რუსეთთან, მე შეგახსენებთ, იგივე უკრაინა რომ ავიღოთ, უკრაინაც ინარჩუნებს გარკვეულ სერიოზულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან – რუსეთიდან ხდება გაზის მიღება უკრაინაში”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. აღნიშნული სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები