LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 მილიონი: ლებრონ ჯეიმსს ყველაზე დიდი ხელფასი ექნება

260

ლებრონ ჯეიმსმა ”კლივლენდთან” სარეკორდო კონტრაქტი გააფორმა.
სამ წელიწადში კალათბურთელი 100 მილიონ დოლარს მიიღებს.

ხუთშაბათს ლებრონ ჯეიმსმა გულშემატკივრებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა და გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ამცნო.

ESPN-მა თქვა, რომ ლებრონის კონტრაქტი 100-მილიონიანია და ამგვარად NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდება.

მეორე სეზონში (2017/18) ჯეიმსის ხელფასი 33 მლნ დოლარს მიაღწევს, რაც ლიგის რეკორდი იქნება.

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს სამგზის ჩემპიონი და ოთხგზის MVP-ია. მას 12-ჯერ აქვს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა მიღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები