LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის ქალს, რომელიც ისევ მუშაობს და საჭესთანაც ზის, ხანგრძლივი სიცოცხლის მარტივი წესები აქვს

112
woman-10-still-works-zz-230804-a29aaa

100 წლის ამერიკელმა ქალმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა. მირიამ ტოდის ისტორიას USA Today ავრცელებს.

ნიუ-ჯერსიში მცხოვრები მირიამი 1924 წელს დაიბადა. 100 წლის შემდეგ, 2024 წელს ქალმა იუბილე იზეიმა, თუმცა პენსიაზე გასვლა არც უფიქრია. ის თავისი მშობლების მიერ 1975 წელს დაარსებულ მაღაზიაში მუშაობს და დღემდე სამუშაო ადგილზე კვირაში 50 საათს მაინც ატარებს. ქალის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია თუ რა უნდა აკეთოს სახლში მთელი დღე, ამიტომ ურჩევნია საქმეებით იყოს დაკავებული.

მირიამის დედამაც მთელი ცხოვრება ამ მაღაზიაში იმუშავა. „მე ვერ ვიტყოდი, რომ ვმუშაობ, რადგან ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. ამიტომ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, თუკი ვამბობ რომ ვმუშაობ. ასეთი ცხოვრება ყველასთვის არ გამოდგება, თუმცა მე ძალიან მომწონს. დედაჩემიც ზუსტად ჩემნაირი იყო“, – განაცხადა ტოდმა და ისიც დაამატა, რომ ძალიან კარგად ესმის იმ დასაქმებულების ვინც 60 წლის ასაკში პენსიაზე გასვლას ნატრობს, რადგან ყველას განსხვავებული ინტერესები აქვს.



ქალი ისევ მართავს ავტომობილს, დადის მაღაზიებში საყიდლებისთვის და უყვარს მზარეულობა. ტოდის თქმით, მისი ჯანმრთელობის საიდუმლო არა იმდენად გენეტიკა, რამდენადაც ჯანსაღი ჩვევებია. ის ძალიან ბევრ ცილას და ბოსტნეულს მიირთმევს, არ ეკარება ცხიმიან და შემწვარ საკვებს, თავად ზრდის ბოსტნეულს და არ უყვარს ნახევარ ფაბრიკატები. ქალი ერიდება ასევე ალკოჰოლს და ტკბილეულს. მას არასდროს ჰქონია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ბოლო 3 წლის განმავლობაში ექიმს მხოლოდ ერთხელ მიმართა და ისიც მხედველობის გაუარესების გამო. ის ბევრს დაცურავს და დღის განმავლობაში მაღაზიაში ბევრი მოძრაობაც უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები