LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული – როგორია ეპიდვითარება სკოლებში

64
1

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, ამ დროისთვის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 100-ზე მეტი სკოლაა გადასული.

განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლება 600-ზე მეტ კლასში:

“როგორც იცით, სტატისტიკა ახლდება და ყოველ პარასკევს განახლებული ინფორმაციაა. ორ დღეში კიდევ განახლდება.

დღეისთვის 100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი არის დისტანციურ რეჟიმში. მართვა გრძელდება წერტილოვნად. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაცია და კვირაში ერთხელ ეს ინფორმაცია საჯაროდ არის გაზიარებული.”  -განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

დღესვე, ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, ჯამში, აცრილია მასწავლებლების 65 %, თუმცა, კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, სასურველია, რომ ეს რიცხვი 80%-ზე მეტი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები