ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა შვილმა, მაიკლ დუგლასმა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” გაავრცელა.
“ის იყო ლეგენდა,”- წერს მაიკლი და დასძენს, რომ კირკ დუგლასი მსოფლიოსთვის იყო კინემატოგრაფიის ოქროს ეპოქის მსახიობი.
https://www.instagram.com/p/B8NCr7Ah40N/
მსახიობის 60-წლიანი კარიერის განმავლობაში კირკ დუგლასმა 80-ზე მეტ კინოსურათში ითამაშა.
მსახიობი ცნობილია თავისი კინოგმირებით, რომლებიც ფილმებში “სპარტაკი” და “ჩემპიონი” ითამაშა. ასევე საბჭოთა გაქირავებაში ძალზე პოპულარული იყო ფილმი “ვიკინგები”. ამერიკის კინოაკადემიამ 1996 წელს დუგლასს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოსკარი გადასცა.