ექიმი ბილ ფრენკლენდი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, იაპონელებს ტყვედ ჩაუვარდა, 105 წლის არის და … დღემდე ვარჯიშობს.
მას სავარჯიშოების მთელი კომპლექტი აქვს, რომლებსაც როგორც თავად ამბობს, ყოველდღიურად ასრულებს.
ვარჯიშს 105 წლის მოხუცი დღეში სულ მცირე ერთ საათს უთმობს – გამონაკლისების გარეშე.
ექიმი ბილ ფრენკლენდი ამბობს, რომ ეს მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოა: ვარჯიში და მცირეოდენი იღბალი.
ნახეთ, 105 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის შესახებ, BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი: