თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ყაზბეგისა და თამარაშვილის კვეთაზე მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სასწრაფო დახმარების და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სასწრაფოსა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილი 2 ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ისინი დაშავდნენ. დაშავებულია ასევე ავტომობილის მძღოლიც.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: ფორმულა