LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ახალი ინფიცირებულიდან ყველას წყარო ცნობილია – მარინა ეზუგბაია

89
capture-2020-07-02-07-33-33-935005-2020-07-07-07-23-28-812563

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებული ყველა ახალი პაციენტის წყარო ცნობილია. მისი თქმით, 11 ახალი ინფიცირებულიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 7 კი  დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

“ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით, 162 პაციენტი მკურნალობს. ეს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და ესენი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, ხოლო დანარჩენი 7 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. უმეტესობა მათგანი არის საკარანტინე სივრციდან, ნაწილი კიდევ დადასტურებული არის ადგილზე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ იფექციურ საავადმყოფოში, 5 ახალი ინფიცირებული გადაიყვანეს რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

“ჩვენთან გამოჯანმრთელდა ერთი, შემოყვანილია 5 დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 დადასტურებული შემთხვევიდან 1 გახლავთ შემოტანილი, ეს არის საკარანტინე სივრციდან რუსეთიდან მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი და გადმოიყვანეს ჩვენთან. დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები. 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების საშუალო და მსუბუქი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა.

magti 5g