LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 მაისს მთაწმინდისკენ დამატებითი ავტობუსები დაინიშნება

171
241499167

„ახალი ღვინის ფესტივალის“ მონაწილეებისა და სტუმრების ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, 11 მაისს, თბილისის მერია მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს.

ავტობუსები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ჭონქაძის ქუჩიდან, ფუნიკულიორის ქვედა ასასვლელიდან და ტაბახმელა-ოქროყანის გადასახვევიდან 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს თბილისში მოქმედი სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g