Facebook მარკეტზე გამოჩნდა 1998 წლის Dodge Ram 2500 , რომელიც თითქოს და ლიმუზინს ჩამოგავს. როგორც წესი, მსგავსი განახლების დროს ავტომობილის ძარას დამატებით საყრდენს უმატებენ ხოლმე, რომ გაფართოება წარმატებული იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში უცნობმა „მასტერმა“ ყველაფერი ისე დატოვა როგორც იყო.
განცხადებას თან ახლავს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ავტომობილის ძარა წონას ძლივს უძლებს. 11 მეტრის სიგრძის „ლიმო“ მოძრაობაში 8 ლიტრიან V10 ძრავს მოყავს. მისი ფასი კი მხოლოდ 7 ათასი დოლარია.
ამ ფასად ახალი მფლობელი პიკაპისა და ლიმუზინის შერწყმას მიიღებს და მოდელს თან მინი ბარი, სარკეები და ცოტა მოსავლელი სალონი მოყვება.