რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირი დღეს იღებს სტარტს. 4 ქვეჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია გადანაწილებული. მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ყველა გუნდს შეუძლია სამი გადაზრდილი მოთამაშე დაიმატოს. ჰოდა ვნახოთ ის ვარსკვლავები, რომლებიც ოლიმპიადის მოგებას შეეცდებიან.
ნეიმარი – ბრაზილია, ბარსელონა
მარკინიოსი – ბრაზილია, პსჟ
რაფინია – ბრაზილია, ბარსელონა
ფელიპე ანდერსონი – ბრაზილია, ლაციო
ჯონ ობი მიკელი – ნიგერია, ჩელსი
მატიას გინტერი – გერმანია, დორტმუნდი
სვენ ბენდერი – გერმანია, დორტმუნდი
ლარს ბენდერი – გერმანია, ბაიერი
სონ ხინ მინი – სამხრეთ კორეა, ტოტენჰემი
ხერონიმო რული – არგენტინა, რეალ სოსიედადი
ანხელ კორეა – არგენტინა, ატლეტიკო
აი კიდევ სხვები, ვინც შეიძლება იცოდეთ.
23 წლამდე:
ალი ადნანი (უდინეზე, ერაყი), ჯეფერსონ ლერმა (ლევანდე, კოლუმბია), ტაკუმა ასანო (არსენალი, იაპონია), სადიკ უმარი (რომა, ნიგერია), რობინ კვაისონი (პალერმო, შვედეთი), რაშიდ აიტ ატმანი (ხიხონი, ალჟირი), ჟოელ კაშტრუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ბრუნუ ფერნანდეში (უდიენზე – ორივე პორტუგალია), გერმანიის ნაკრების შემადგენლობა
23 წელს ზემოთ
რენატო აუგუსტო (ბეიძინი, ბრაზილია), თეოფილო გუტიერესი (სპორტინგი, კოლუმბია), ორიბე პერალტა (ამერიკა, მექსიკა).

