კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 111 წლის ქალს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. როგორც „ფორტუნას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი, რომელიც 1910 წელს არის დაბადებული, მკურნალობა თერაპიული კურსით გაიარა.
მათივე ცნობით, 111 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს 14 საათზე დატოვებს.