LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახლი მინისტრი, მიხელ სარჯველაძე

118
Capture

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

მისი თქმით, ამ ყველაფერს ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მიხედავს.

„2 კვირის წინ პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დღეს უკვე ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წასწიოს ეს პროცესი. მათ შორის, ვგულისხმობ ვითარების მოწესრიგებას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახლა რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახლი მინისტრი, მიხელ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები“,- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები