საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„გაცნობებთ, რომ 29-30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, – ნათქვამია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის (112) შეტყობინებაში.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
