LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს – სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან შეჩერებულია

81
თეა ბრეგვაძე - 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან შეჩერებულია. მასწავლებლები და მშობლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა ბრეგვაძის განცხადებით, იგი  სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. როგორც მან აღნიშნა, გლდანში ენმ-ის წარდგენილი კანდიდატის ნათესავია და მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერით ანაცვლებენ.

„დიახ, ზუსტადაც, ეს უკავშირდება მოახლოებულ მეორე ტურს, მე გახლავართ გლდანის რაიონის გამგეობის კანდიდატის დეიდა, რომელიც წარადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოვალეობის შემსრულებლად ამ ეტაპზე უშვებენ პიროვნებას, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

მეც და ის პიროვნებაც, რომელმაც უნდა გააგრძელოს დღეიდან მოვალეობის შესრულება, ვაკმაყოფილებთ ერთსა და იმავე მოთხოვნებს. მებადება კითხვა, რატომ მიწყდება მე უფლებამოსილება და რატომ უგრძელდება მას, როცა ვაკმაყოფილებთ ერთსა და იმავე მოთხოვნებს.

ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, რომ მოვიდოდა დირექტორი. მოლოდინი ყოველთვის გვქონდა და ველოდებოდით გამოცდაჩაბარებულ, სერტიფიცირებულ კონკურს გავლილ დირექტორს,“ –  განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თეა ბრეგვაძემ.

მისივე თქმით, 119-ე სკოლის დირექტორი ერთი წლის წინ მოხსნეს და მოვალეობის შემსრულებლად ის დანიშნეს.

„როდესაც ვიკითხე -რატომ, პასუხი ვერ მივიღეთ. გვინდოდა ჩავძიებოდით, მაგრამ თავად დირექტორმა არ მოისურვა, რომ გაგვეგრძელებინა ამაზე დავა და შიდა ბრძანებით დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1 წელი ვასრულებდი მოვალეობას და გუშინ, საარჩევნოდ აღმოჩნდა, რომ ამ სკოლაში ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება. უბრალოდ მიჩნდება კითხვა – რატომ?“, – აღნიშნა თეა ბრეგვაძემ.

როგორც „ფორტუნას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და „პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა“ 

პოპულარულები