LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 იანვარს პირველი რესპუბლიკის მოედანზე სტეფანეს კონცერტი გაიმართება

stefane

12 იანვარს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სტეფანეს ლაივ-კონცერტი გაიმართება. როგორც მუსიკოსი წერს, 2018 წელს მან ბილეთების გაყიდვის რეკორდი მოხსნა, 2019-შიც ბევრი კონცერტი აქვს დაგეგმილი, თუმცა პირველი რესპუბლიკის მოედანზე ღონისძიებაზე დასწრებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს.

გთავაზობთ სტეფანეს სტატუსს:

„2018 წელს ბილეთების გაყიდვების რეკორდი მოვხსენი. ამ წელსაც დიდი გეგმები მაქვს. დაგეგმილია კონცერტები საქართველოს გარეთაც.

12 იანვარს, თბილისის მერია წარმოგიდგენთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩემს კონცერტს , იმ ადამიანებისთვის , ვინც ვერ მოახერხა მოხვედრა. დასწრება თავისუფალია. გელით ყველას. წამოიყვანეთ მეგობრებიც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g