LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ოქტომბერს „ფორტე“ 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

878
fort-news-32321

12 ოქტომბერს ანსამბლი ,,ფორტე’’-ს 30 წლის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება. ანსამბლი 30 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაში ჯგუფის შემოქმედებითი საღამო და ვარკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და ,,ლილო მოლი”-ს მხარდაჭერით გაიმართება.

ანსამბლი ქართველი მსმენელის წინაშე ბენდთან და ორკესტრთან ერთად წარდგება, შესრულდება წლების განმავლობაში, ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერები შესრულდება. გარდა ამისა, ჯგუფი ახალ სიმღერებსაც შეასრულებს.

საღამოს დასასრულს კი, ფილარმონიის წინ საზეიმოდ ,,ფორტე“-ს სახელობის ვარკვლავი გაიხსნება.

ჯგუფის წევრები: ზურა მანჯავიძე, ნინო ახობაძე, მანანა მაისურაძე, ირინა კახნიაშვილი და ნუცა ჯანელიძე.

ანსამბლი 1991 წელს თბილისში შეიქმნა. 2000 წელს ორკესტრთან ერთად გაიმართა მათი სოლოკონცერტი. ანსამბლის შემოქმედებითი ისტორია ქართველი მსმენელისთვის ბევრ საყვარელ პოპულარულ სიმღერას ითვლის. შემდგომ იყო „არტ იმედის“ პროექტი, ფესტივალი „ქართული სული“ და სხვა.

ჯგუფს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის 2001 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ გადაცეათ პრიზი სიმღერისთვის „პოპური“, 2002 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ – გადაეცათ პრიზი სიმღერისთვის „თბილისის მზეს“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g