LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფორტემ“ „თბილისის მზეს“ ახლებურად, დათო ლონდარიძის აკომპანემენტით შეასრულა: „სასწაულად არის გაშლილი ხმებში…“

148
ფორტე

ლილიკო ნემსაძის ცნობილი სიმღერა „თბილისის მზეს“, რომელიც მაყურებელმა ანსამბლ „ფორტეს“ შესრულებით შეიყვარა, ამავე ანსამბლის წევრებმა „აკუსტიკაში“ წლების შემდეგ ახლებურად ააჟღერეს.

ამჯერად მათ აკომპანემენტი შესანიშნავმა გიტარისტმა, დათო ლონდარიძემ გაუწია.

„რა ლამაზია! ჯერ რა სასწაულად არის გაშლილი ხმებში და მერე აკომპანირებაა სასწაული“;

„თქვენ მიერ შესრულებული ყველა სიმღერა დაუვიწყარია“;

„მადლობა ლილიკო ნემსაძეს ამ არაჩვეულებრივი სიმღერისთვის, მაგრამ „ფორტე“ რომ ასრულებს, სასწაულია…“

🎵 „ფორტე“ და დათო ლონდარიძე – თბილისის მზეს

🎵 „ფორტე“ და დათო ლონდარიძე – თბილისის მზეს 🎼 მუსიკა – ლილიკო ნემსაძე 📜 ტექსტი – გია ჯოხაძე 🎥 გადაღებულია წისქვილი • Tsiskvili

Posted by აკუსტიკა • Akustika • 1tv.ge on Sunday, April 21, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები