22:00 საათის შემდეგ, მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო, 12 რესტორანი დაჯარიმდა. ამის შესახებ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იყო სამი შემთხვევა, როდესაც დაარღვევა განმეორდა. საქმეზე სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო.
ბექა ფერაძე:
“როგორც რესტორნებში, ასევე ბაზრებსა და ბაზრობებზეც მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისი გაფრთხილებებიც გაიცა. რესტორნებში სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა და ობიექტები 10 000 ლარით დაჯარიმდნენ”.
ასევე მან აღნიშნა, რომ დადგენილების მიხედვით, დარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. 3 ობიექტი დაჯარიმების მიუხედავად აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს, ამიტომ შსს-სთან ერთად რეაგირება მოხდა და სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო“.
კერძოდ, შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და საცალო და 185 საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტი და მათ მიმართ გაიცა გაფრთხილება.