LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტები საარჩევნო უბნებთან – რა რეაგირება მოახდინა შსს-მ

67
BeFunky-collage (7)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

“ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში N48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება, ქალაქ ბათუმში 64-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, ბათუმის პოლიციამ დაიწყო შესწავლა, რომლის ფარგლებში შედგა გასაუბრება მედიის წარმომადგენლებთან, მათ კუთვნილი ნივთები დაიბრუნეს და აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას.

გარდა ამისა, ამ ეტაპისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების, ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 30-მდე შემთხვევაზე. იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, პოლიციის მიერ შეკრებილ მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები.

გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის N13-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქე უბნიდან 20 მეტრში ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პოლიციის მიერ დაჯარიმდა 2000 ლარით”,- აცხადებს უწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს,  საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას

შსს-ს განცხადებით, უწყება “აქტიურად თანამშრომლობს” საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სახალხო დამცველის ოფისთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები