LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

182
უყოკრ

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

სტიქიამ ათასობით ადამიანი დააზარალა.

დაიღუპა 21 ადამიანი, სერგო კაპანაძე და ბექა ბუთურიშვილი დღემდე დაკარგულად ითვლებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g