LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 მარტიდან, სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

96
5ef1f3921b8fd

საქართველოს მასშტაბით, არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით აღდგება. 13 მარტიდან, შაბათ-კვირას შეზღუდვა იხსნება როგორც სავაჭრო მოლების, ისე ბაზრობების მუშაობაზე.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა პირველი თებერვლიდან განაახლეს, ხოლო ბაზრობებმა – 8 თებერვლიდან, თუმცა შეზღუდვა ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირას.

ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი გუშინ, ანუ 8 მარტს დაიწყო. საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებების თანახმად, 8 მარტიდან: სამთო კურორტებზე გაიხსნა საბაგიროები (სასტუმროები სამთო კურორტებზე 25 თებერვლიდან გაიხსნა); ბათუმის გარდა, რესტორნებმა უკვე ყველგან დაიწყეს შიდა სივრცეებში ფუნქციონირება (ბათუმში რესტორნებში შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა); სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც აღადგენენ მუშაობას – პირველი ასეთი შაბათ-კვირა 13-14 მარტს ემთხვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g