LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზრობებზე, მაღაზიებსა და მოლებში დასაქმებულებისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება იგეგმება: თამარ გაბუნია

91
Capture98888

„ბაზრობებზე, მაღაზიებში და მოლებში დასაქმებულებისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება იგეგმება“, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისივე განცხადებით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დამატებითი დოზების მობილიზება.

„ვაქცინაციის გეგმის თანახმად, ბიზნეს სექტორში პრიორიტეტულია ის ჯგუფები, რომლებსაც უწევთ შედარებით დახურულ სივრცეში მუშაობა. ერთ-ერთი შემდეგი ეტაპი იქნება ამ ჯგუფებში ვაქცინაციის გააქტიურება, ასევე ბაზრობებზე, მაღაზიებში, მოლებში დასაქმებულები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დამატებითი დოზების მობილიზება, რომ ყველა ჯგუფის მოცვა მოვახერხოთ. მაის-ივნისში მოსალოდნელია დაახლოებით 300 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზით ვაქცინაციის გაგრძელება, რაც სერიოზული ნაბიჯი იქნება როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე საჯარო სექტორის მოცვისთვის“,- აცხადებს გაბუნია.