ანსამბლი „დიდგორი“ 13-17 ოქტომბერს სამეგრელოში საკონცერტო ტურნეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართავს. კონცერტებზე დასწრება თავისუფალი იქნება.
კონცერტები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება:
13 ოქტომბერი, 17:00 საათი, ხობის ცენტრალური პარკი
14 ოქტომბერი, 12:00 საათი, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვლების ტაძრის ეზო და 16:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხორია – ეთნოსოფელი „სისატურა“.
15 ოქტომბერი, 15:30 საათი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი სოფელი ახუთი, კუხალაშვილების ოდა.
16 ოქტომბერი, 12:00 საათი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფო
16 ოქტომბერი, 17:00 საათი, ფოთი, მალთაყვა, კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზო
17 ოქტომბერი, 13:00 საათი, მარტვილის მონასტრის ეზო
17 ოქტომბერი, 17:00 საათზი, სენაკი, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ეზო.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კომპანია „გალფი“.