LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ოქტომბერს, სიის მე-13 ნომერმა „ოცნებას“ 60 ათასი შესწირა

83
25036C1F-07C2-45BB-BB66-4454A33DF702-cx0-cy8-cw100-w1597-n-r1-st

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-13 ნომერმა, ვიქტორ სანიკიძემ 13 ოქტომბერს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, ვიქტორ სანიკიძე ერთადერთი არაა, ვინც მმართველ პარტიას 60 ათასი შესწირა.

უნდა აღინიშნოს, რომ შემომწირველებიდან 118-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე გაიღო.

სანიკიძე საქართველოს ნაკრებში მე-13 ნომრად თამაშობდა.

აშკარაა, 13 მისთვის ბედნიერ რიცხვად იქცა.

ფულადი შემოწირულობებით ამ დროისთვის, სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

დანარჩენი პარტიებიც არ ჩამორჩებიან მმმართველ გუნდს. ოპოზიციას შემომწირველთა რიგებში ბევრი ცნობილი სახის ნახვა შეგვიძლია.

ბალერინა, მსახიობი, ბიზნესმენები: ვინ ვის რამდენი შესწირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g