LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს

რუსთავის ფსიქიატრიული2

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. როგორც ვალერი ირემაძის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრხ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულლწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. ხვალ იგეგმება სასამართლო სხდომა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გამომძიებელ ნუკრი მატუას განცხადებით, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს, ასევე, დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

სასამართლო სხდომის ჩატარებამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები