13 წლის ნიკოლოზ ლოლაძე „საბავშვო ნობელის“ ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტია.
ნიკოლოზი პრემიაზე მისი სადებიუტო რომანით „აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“-ით არის წარდგენილი, რომლის ილუსტრაციების ავტორიც თავად არის. ეს არის ამბავი შიშის დამარცხებაზე.
„აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“ 13 წლის ნიკოლოზის წიგნად ქცეული ფიქრებია, სათქმელი უფროსებისთვის, რომლებიც მძიმე დროს ბავშვებთან საუბარს გაურბიან.
ასტრიდ ლინდგრენის პრემია „ალმა“ მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. ეს არის ამბავი შიშის დამარცხებაზე.