მომღერალი თათა გიორგობიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ბოლო დროს კვლავ აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ მეუღლეს, კონსტანტინე მოსიძეს დაშორდა.
ჭორს კი სოციალურ ქსელში უამრავი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. ფაქტმა მომღერალს ვიდეომიმართვის ჩაწერის სურვილი გაუჩინა.
„აღარ დამთავრდა ეს თემა აღარასდროს და ამიტომ გადავწყვიტე, მოკლე ვიდეო ჩამეწერა. ზოგიერთმა სააგენტომ ფრაზა, „ურთიერთობებში გარანტიები არ არსებობს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, 10, 20 და 30 წლიანი ურთიერთობის შემდეგაც კი“, გადაწყვიტეს ისე გაეკეთებინათ, თითქოს მე კონკრეტულად ჩემს მეუღლეზე ვსაუბრობდი. რეალობა კი ისაა, რომ გადაცემაში მიწვეული ვიყავი როგორც ფსიქოლოგი და საუბარი ეხებოდა კრიზისების დაძლევას და არა ჩემს პირად ოჯახს და რომელიმე გადაწყვეტილებას. ეს უბრალოდ არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ადამიანების ძალიან დიდმა ნაწილმა რეალობაში გაურკვევლად უსამართლოდ დამიწყო ლანძღვა, „ახალი გათხოვილია და უკვე დაშორებაზე ფიქრობს“, წერდნენ მსგავს და კიდევ უფრო უარეს, უხამს კომენტარებს.
მინდა მკაფიოდ და ყველას გასაგებად ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფა და ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არსებობს საქართველოში, რომელიც ძალიან მკაცრია. მე მაქვს სრული უფლება დავაყენო პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს და ასევე პასუხისმგებლობის დაყენება მოვითხოვო იმ ადამიანების, ვინც შეურაცხყოფას მაყენებს
არ ვარ სკანდალებზე ორიენტირებული ადამიანი, არ მჭირდება სკანდალები, ვარ ორიენტირებული ჩემს საქმიანობაზე. ამიტომ არ ვაპირებ ჩემი ენერგია უსაფუძვლო ჭორებსა და სასამართლოზე დავხარჯო, უბრალოდ დროა, ჟურნალისტებმაც ისწავლონ ეთიკური მუშაობა (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა) და რიგითმა მკითხველებმაც ისწავლოს რეალური ნიუსის „ფეიკისგან“ გარჩევა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედექით და მამხნევებდით. მე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას“, – ამბობს თათა გიორგობიანი ვიდეომიმართვაში.
