LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დაშორდა თუ არა თათა გიორგობიანი მეუღლეს – რას პასუხობს მომღერალი გავრცელებულ ჭორს

4019
თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი თათა გიორგობიანი „ერთი-ერთზე გიორგისთან“ იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემის დასაწყისშივე წამყვანმა გავრცელებულ ჭორთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

წამყვანის კითხვას, დაშორდი თუ არა მეუღლეს, თათა პასუხობს:

„სულ მეკითხებიან, დაშორდი? ყოველ ჯერზე, როდესაც მეუღლესთან ერთად ფოტოს ვდებ, მეუბნებიან, აა, შერიგდით? ადამიანებს ცოტა ზედმეტად აინტერესებთ პირადი ამბები. ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების პატივისცემა მოიკოჭლებს, რადგან მიჩვეულია ადამიანი ადრენალინს, ერთმანეთის კრიტიკას, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას…

ჩემს მეუღლეს არ დავშორებივარ და ჯერჯერობით არც ვაპირებთ. იმედია, უფლის წყალობით და ჩვენი ინტელექტით, ბოლომდე „გავქაჩავთ“. ამ ეტაპზე უკვე აღარ მაღიზიანებს მსგავსი ჭორები.“, – ამბობს თათა გიორგონიანი.

ცნობისთვის, თათა გიორგობიანის მეუღლე კონსტანტინე მოსიძეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები