LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კაცის ფსიქოლოგია იცით როგორია…თავდაცვის 2 მექანიზმი აქვთ“ – თათა გიორგობიანის საინტერესო ანალიზი

2538
2026-04-16_02-02-40_057962

თათა გიორგობიანი გადაცემაში „ჩვენთან ოჯახში“ კაცების ფსიქოლოგიაზე საუბრობს.

„კაცის ფსიქოლოგია ისეთი არის, რომ როდესაც უყურებს თავის მეუღლეს, ტირის და უჭირს, ორიენტირებული არის პრობლემის გადაჭრაზე. უყურებს და ვერ შველის ვერაფერს. ვერ ჭრის ამ პრობლემას და თავდაცვის ორი მექანიზმი ერთვება.

პირველი, ეს არის გაღიზიანება და აგრესია. რა ხდება, რა გჭირს, რა უბედურებაა. ან მეორე, დისტანცირება. როდესაც პრობლემას ვერ აგვარებს, ჯობია მას გაექცეს, რადგან აუტანელია. ისედაც, როდესაც კაცი ოჯახში შემოდის, რატომ დააგვიანე, პამპერსი არასწორად ჩააცვი და ა.შ. როდესაც მუდამ კრიტიკის ობიექტია, მამაკაცი იმ გარემოდან გაქცევას ცდილობს“, – ამბობს თათა გიორგობიანი.

ფოტო: „უბედნიერესი ვარ, რომ სამყაროში ასეთი საოცარი ადამიანი ვიპოვე“ – თათა გიორგობიანის რჩეული იუბილარია

„იხარეთ და იბედნიერეთ,“ „როგორ უხდებით ერთმანეთს“ – თათა გიორგობიანი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g