„აზროვნების აკადემია“ ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილთან ინტერვიუს გვთავაზობს.
ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ ძილის პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
მეტიც, გოგოტიშვილის თქმით, თუ ძილი არ არის სტაბილური და ძილის ჰიგიენა არ არის სათანადოდ დაცული, შესაძლოა სავალალო შედეგამდეც კი მივიდეთ.
„ადამიანს შიმშილი და წყურვილი აღვიძებს, რატომ მომყავს ძილთან მიმართებაში? – იმიტომ, რომ ძილი ის კონდიციაა, როდესაც ადამიანი ისვენებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძილის პროცესს. ეს დასვენება და ენერგიის აღდგენის პროცესი, სწორედ ძილს უკავშირდება და ის ადამიანები, რომლებიც ძილს უდიერად ეპყრობიან და აგდებულად უყურებენ, მათ ჯანმრთელობის პრობლემები ეწყებათ და შეიძლება სხვა რამეებს დაუკავშირონ გონებით, მაგრამ სინამდვილეში იქ, სადაც ძილი არ არის სტაბილური და ძილის ჰიგიენა არ არის სათანადო, იქ ჯანმრთელობის პრობლემები იჩენს თავს. ჩვენ ძილის მოთხოვნილება გვაქვს. მით უმეტეს დღეს, ტექნოლოგიების ეპოქაში ეს მოთხოვნილება არის უგულებელყოფილი. გეშტალტთერაპიაში ამ მოთხოვნილების იგნორირებას, ეწოდება დეფლექსია, როდესაც ადამიანი თვალს ხუჭავს. თუ ორგანიზმი არ მოდის შეხებაში, ანუ კონტაქტში მის მოთხოვნილებასთან, მაშინ ორგანიზმი ვერ გადარჩება, ის გარდაიცვლება, კვდება უბრალოდ…“ – ამბობს თეა გოგოტიშვილი.
@azrovnebis_akademia 🎯 შემოუერთდით ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევტ თეა გოგოტიშვილის სალონურ საუბრებს თემაზე: „ემოციური ინტელექტი ექიმებისთვის" 🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საიტს: azraki.ge ☎ ან დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40 ✅ ამონარიდი ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილის სალონური საუბრებიდან: „მოთხოვნილებები და გადაწყვეტილებები" #თეაგოგოტიშვილი #აზროვნებისაკადემია #შეიმეცნემუდმივად
♬ original sound – აზროვნების აკადემია
