LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„14 დღის შემ­დეგ ღმერ­თმა წა­მარ­თვა იმე­დი, რაც მქონ­და“ – ჰამასის თავდასხმის დროს დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

9990
ფორტუნა - 2023-10-21T235042.082

ჰამასის თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი თა­მარ გოლდბერ­გი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა, მარიამ კოსტავამ განუცხადა, დღეს თამარის გარდაცვალება დნმ -ის ანალიზით დადასტურდა.

ამ დრომდე  გოგონას მეგობრები და ოჯახის წევრები საკუთარი ძალებითაც ეძებდნენ.

თამარის გარდაცვალების შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­რი­ამ გოლდბერ­გი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

„14 დღის შემ­დეგ ღმერ­თმა წა­მარ­თვა იმე­დი, რაც მქონ­და. დღეს გვი­თხრეს, რომ თამი ხოც­ვა-ჟლე­ტის დროს ცივ­სის­ხლი­ა­ნად მოკ­ლეს. ჩვენ ვერ ვნა­ხავთ მის მთლი­ან სხე­ულს. ღმერ­თმა მოგ­ვი­სა­ჯა ყვე­ლა­ზე მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნი. ღმერ­თმა ჩა­აქ­რო ჩვენ­თვის სი­ნათ­ლე.

ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, გპირ­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ალ­ბათ ზედ­მე­ტად სუფ­თა იყა­ვი ამ სა­ში­ნე­ლი სამ­ყა­როს­თვის. სა­მუ­და­მოდ დაგვტო­ვე გულ­ში. ბო­დი­ში, რომ მო­გი­წია ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა და თუ შე­ვა­ჯა­მებ ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში “შენ იცხოვ­რე ერთი წა­მით, ბოლო მო­მენ­ტამ­დე”

მიყ­ვარ­ხარ ჩემო დაო და არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ. დაკ­რძალ­ვა კვი­რას გა­ი­მარ­თე­ბა“. – წერს მარიამ გოლდბერგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g