LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი – „მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება.. გაძელით, ჩვენ მოვდივართ“

148
ჯო ბაიდენ

„მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება“. –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბარში განცხადა.

მისი თქმით, “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შედეგად აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება შესაძლებელია მიღწეულ იქნას.

“ყოველ დღე ვესაუბრები ამაში ჩართულ ხალხს. მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა”, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მძევლების ოჯახებისთვის, რომლებიც ახლობლების შესახებ ახალ ამბებს ელიან, მისი მესიჯია: “გაძელით, ჩვენ მოვდივართ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები