LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„14 გრამი კოკაინი ძალიან ბევრია, მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ სიბინძურე და ტყუილია, რომელიც „არ მოსულა”… მითხრეს, ხელს თუ მოაწერ, პანღური და წახვალო” – ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

620
ნიკა კაცია

ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტს ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა აკმაყოფილებს ვარაუდის სტანდარტს პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.

ამასთან, პროკურორი აცხადებდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის ოდენობიდან გამომდინარე, ის მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ იყო, შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებითაც ჩასატარებელი იყო.

პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებდა, რომ კაცია წარსულში ნასამართლევი არ იყო და არასდროს ადმინისტრაციული კანონდარღვევაც კი არ ჩაუდენია.

ადვოკატმა კაციას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

სხდომაზე ისაუბრა თავად ბრალდებულმაც და აღნიშნა, რომ მას ნარკოტიკები “ჩაუდეს”.

“სას­ტი­კად დამ­ცი­ნა­ვად, შე­უ­რა­ცხმყოფ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, ბილწ სი­ტყვებს ვგუ­ლის­ხმობ, დარ­ბაზ­ში არ ვხე­დავ არც ერთს, მაგ­რამ ამო­ვიც­ნობ. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ბან­დფორ­მი­რე­ბა და­მეს­ხა თავს, მერე რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იმ შე­ნო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც, რო­გორც კრი­მი­ნა­ლურს ვიც­ნობთ.

ქურ­თუ­კის გახ­სნა რომ და­ი­წყეს და ნა­ხეს სა­ა­ხალ­წლო ზედა მეც­ვა, მი­თხრეს: “რი­ჟი­კა ხარ ბიჭო”? მერე მი­თხრეს, “შენ ნაბ…ი ხარო”. აქ­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დი.. როცა მივ­ხვდი, რა­საც აკე­თებ­დნენ, ვე­მუ­და­რე­ბო­დი, რომ არ “ჩა­ე­დოთ”.

კაცი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი ტყუ­ი­ლი მი­თხრა, [პო­ლი­ცი­ის] აკა­დე­მი­ა­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს. ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი, არა­ვის თავს არ ვა­ცო­დებ, მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი რომ მქონ­დეს ჩა­დე­ნი­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ვერ და­მას­წრებ­და თქმას. 42 წლის ვარ, არა­სო­დეს შე­ხე­ბა არ მქო­ნია…

რო­გორც კი შე­ვე­დით კრი­მი­ნა­ლუ­რის ეზო­ში – იყო ასე­თი ფრა­ზა, არ გა­ი­გონ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა…

სულ 63 კილო ვარ, არ­სად მივ­რბო­დი, აბ­სო­ლუ­ტურ შოკ­ში ვი­ყა­ვი, თვა­ლე­ბი რომ ამიც­რემ­ლი­ან­და, ამა­ზეც დამ­ცი­ნა­ვი სა­უბ­რე­ბი და­ი­წყეს – არ გინ­და ნუ თა­მა­შო­ბო.

ერ­თმა­ნეთს ანაც­ვლებ­და ორი თემა – “სად გაქვს ფაქ­ტი ბიჭო”? ამა­ზე ისე­თი სტრე­სი მი­ვი­ღე, არ ვიცი აქ რო­გორ ვზი­ვარ და რო­გორ გე­სა­უბ­რე­ბით, ინ­სულტმა რო­გორ არ და­მარ­ტყა.

მე­ო­რე დღის ბო­ლომ­დე არ ვი­ცო­დი, რა­ტომ და­მა­კა­ვეს. “აქ­ცი­ა­ზე და­დი­ხარ და მოგ­წონს იქ ქვებს რომ ის­ვრი­ა­ნო?”. ამ პა­სა­ჟი­დან ბოლო ჩემი და­ცინ­ვა იყო – “იი რი­ჟი­კა”.

და­ა­ვი­წყდათ რო­მელ ჯი­ბე­ში რა მედო, 14 გრა­მი რომ არის, ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა, შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი 41-ია. მა­მად­ლიდ­ნენ, რომ არა­ვინ მცემ­და. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, მოვ­წევ­დი თუ არა [მა­რი­ხუ­ა­ნას].

მზად ვარ, დამ­ხვრი­ტონ, მაგ­რამ ეს ის სი­ბინ­ძუ­რე და ტყუ­ი­ლია, რო­მე­ლიც მარ­თლა “არ მო­სუ­ლა”. მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის და ნა­ნა­ხი აქვს, ჩემი პოს­ტე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საკ­ვებ პრო­დუქტთან, პურ­თან და­კავ­ში­რე­ბით. 14 გრა­მი კო­კა­ი­ნი… ვიცი რომ ძა­ლი­ან ბევ­რია.

მი­თხრეს, ხელს თუ მო­ა­წერ, პან­ღუ­რი და წახ­ვა­ლო… ხელი მო­მა­წე­რი­ნეს, ცა­რი­ელ ცე­ლოფ­ნებ­ზე ვი­კი­თხე, არა­ფე­რია, შენს ნივ­თებს ჩავ­ყრი­თო. მარ­თლა და­ვი­ჯე­რე რომ შე­ვე­შა­ლე, ახლა ზუს­ტად ვიცი, რომ არ შე­ვე­შა­ლე. რო­გორც კი მო­ვა­წე­რე, მან­ქა­ნის გარ­შე­მო მყო­ფებ­მა და­ი­წყეს სი­ცი­ლი, რა­ტომ დამ­ცი­ნით მეთ­ქი?

მერე, ორი პირი, ვინც თავ­ზე და­მახ­ტა, ნას­ვა­მი იყო. არ მრცხვე­ნია, რომ შე­მე­შინ­და, რაც მოხ­და, ფილ­მებ­შიც არ მი­ნა­ხავს.

რა­საც ვყვე­ბი, უწყვე­ტი ჯაჭ­ვია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის. სას­ტიკ დამ­ნა­შა­ვე­საც არ შე­იძ­ლე­ბა ასე უდი­ე­რად და უხე­შად მო­ექ­ცე… 50/50-ზე იყო მო­ტყუ­ე­ბაც და ძა­ლა­დო­ბაც”,- გა­ნა­ცხა­და კა­ცი­ამ.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ფოტო სასამართლოდან: ტვ პირველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g