LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 იანვარი საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეა

1079
26-maisi-main

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის ეროვნული სიმბოლო. ქართული კანონმდებლობის მიხედვით დროშის ის ვარიანტი, რომელიც დღეს გამოიყენება, ძალაში 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა და სწორედ ამ თარიღს უკავშირდება სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნაც. საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი. ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

ქართული სახელმწიფო დროშის შესახებ რამდენიმე წერილობითი ცნობები მოიპოვება, მათ შორის ქართლის ცხოვრებაში, სტეფანოზ ორბელიანი, იოანე შავთელი და სხვა ისტორიულ წყაროებში.
სავარაუდოდ, დღეისათვის არსებული სახეს “გორგასლიან-დავითიანი” დროშა 1320 წლიდან იღებს, როდესაც საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალემ  “კლიტენი იერუსალიმისანი” ჩაიბარა. ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარობლების განმასახიერებელი ხუთნიშნიანი კომპოზიცია უკვე გვევლინება საქართველოს დამაფიქსირებელ სიმბოლოდ, რაც დასტურდება მრავალი ვიზუალური წყაროს საშუალებითაც.

“ამ დროშის ქვეშ დაგვაქვს ჩვენი კულტურა, რომელიც არის ჩვენი საგანძური” – ათონელის სასახლეზე სახელმწიფო დროშა აღიმართა

საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცის ანალოგიური გამოსახულებები-მაცხოვარის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულება, სხვა და სხვა სახით გვხვდება შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების ბარელიეფებსა და ყოფით-გამომსახველობით კულტურაში. იგი წარმოდგენილია ნეკრესის ეკლესიის (VIს.), ბოჭორმის (Xს.), მანგლისის (XIს.), ჩხერის (XVს.) ეკლესიებზე. ასევე დავით III კურაპალატის (Xს.) ვერცხლის მონეტაზე, ქართულ ორნამენტიკაში, ეთნოგრაფიულ ნიმუშებზე (ხევსურულ ფარდაგებზე; ტალავარზე) და ა.შ.

საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე. აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები