LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზუსტად ვიცი, რომ კარგი დღეები ელოდება ჩვენს ქვეყანას და მგონია რომ ყველაფერი დალაგდება“ – ზურა მანჯავიძე

4254
ზურა მანჯავიძე

მომღერალი და ტელეწამყვანი ზურა მანჯავიძე გადაცემა „იმედს დღეს“ სტუმრობდა, სადაც ეკო ფანგანის ბლიც-კითხვებს ოჯახზე, ბავშვობასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უპასუხა. როგორც ზურა მანჯავიძე აცხადებს, ჩვენს ქვეყანას კარგი დღეები ელოდება.

„მცირე ხნით თავმდაბლობას გადავდებ და ვიტყვი ჩემზე რომ ვარ პოზიტიური. ვეძებ ხოლმე ჩემს თავში ფარულ მისწრაფებებს. ასე მგონია მაქვს გამომძიებლობის ნიჭი, აი მაგალითად ფილმს რომ ვუყურებ წინასწარ ვხვდები სცენებს. ზუსტად ვიცი, რომ კარგი დღეები ელოდება ჩვენს ქვეყანას და მგონია რომ ყველაფერი დალაგდება. იმაზე კარგად იქნება მდგომარეობა ვიდრე აქამდე იყო.

მეტ სახელი ხან მანჯო მაქვს ხან მანჯარე. სკოლაში მღვდელს მეძახდნენ, გრძელ თმებს ვატარებდი ხოლმე. ჭამა ძალიან მიყვარს კეთებაზე მეტად. ჩემი საყრდენი არის ჩემი დიდი ოჯახი და ჩემი დედმამიშვილების ჯარი. შვიდნი ვართ ჩვენ“, – ჰყვება ზურა მანჯავიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები