„დღის პოსტში“ ზურა მანჯავიძე საუბრობს ბაბუობის ტკბილი შეგრძნების შესახებ.
„რაც ბაბუა გავხდი, შეიცვალა ის, რომ უფრო დავპატარავდი, რა თქმა უნდა, გონებრივად. დიდი ისედაც არ ვყოფილვარ, მთლად თოთო გავხდი და ბუტია. შეიძლება, ჩემს შვილიშვილს გავებუტო. გიჟდება ჩემზე, ისე ვუყვარვარ, მაგრამ არაფრით არ მეხუტება, თუ თამაში არ მოვუფიქრე. შვილიშვილი ამ ბოლო პერიოდში თავისთავად ენერგიის წყაროა…“, აღნიშნავს მომღერალი.
