14 მარტს, 12 საათზე, ისანში, აწყურის ქუჩის #45-ში (მეტრო ისანთან) საბითუმო-საცალო სავაჭრო ქსელის „ჯიჯი ჰაუსი“ ფილიალი იხსნება.
გოჩა ფუხაშვილი, საბითუმო-საცალო სავაჭრო ქსელის „ჯიჯი ჰაუსი“ დამფუძნებელი:
– „ჯიჯი ჰაუსი“ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. ჩვენ გამოვირჩევით ხარისხიანი პროდუქციით და ძალიან იაფი ფასებით, შესაბამისად, ამ ოთხი წლის განმავლობაში უამრავი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ.
ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ქიმია, მაგრამ შედარებით დიდ ფილიალებში უკვე შევიტანეთ წვრილი ტექნიკაც, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ. ცხადია, კიდევ უფრო გავზრდით ასორტიმენტს.

რაც შეეხება „ჯიჯი ჰაუსის“ ახალ ფილიალს ისანში, ის საკმაოდ დიდია, მისი ფართი 700 კვადრატული მეტრი გახლავთ. ხვალინდელ გახსნის ღონისძიებაზე ველოდებით ყველას, გახსნა იქნება გრანდიოზული, ბევრი საჩუქარი ელის ჩვენს მომხმარებელს.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მაღაზიებზე დიდია მოთხოვნა თბილისის სხვადასხვა უბნიდან, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალ ფილიალს გავხსნით, მათ შორის საბურთალოს ტერიტორიაზე, დიდ დიღომში. ჩვენს მაღაზიებს ვხსნით ეტაპობრივად, დაუჩქარებლად, რათა სათანადო ყურადღება მივაქციოთ ყველა ფილიალს. შესაბამისად, თბილისის უბნების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, რეგიონებშიც გადავინაცვლებთ.
შეგახსენებთ, საბითუმო-საცალო სავაჭრო ქსელი „ჯიჯი ჰაუსი“ დღეისთვის 4 ფილიალს მართავს: ვარკეთილში, სანზონაში, გლდანსა და მუხიანში.
(R)
