ყველა გოგოს პირველი სიყვარული – მამაა. კავშირი მასა და პატარა გოგონას შორის უჩვეულო და განსაკუთრებულია. სწორედ მამა ახდენს გავლენას მის მომავალ რჩეულზე, ამიტომ აუცილებელია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენი ქალიშვილისთვის მისაბაძ მაგალითად დარჩეთ.
გთავაზობთ 14 რჩევას იმისთვის, რომ თქვენი შვილები ძლიერები, პასუხისმგებლიანები და ბედნიერები გაიზარდონ:
- დაუთმეთ მას თქვენი დრო, მაშინაც კი, როდესაც ჯერ ძალიან პატარაა
- ხშირად დაიჭირეთ მისი ხელი თქვენს ხელში
- ხშირად უთხარით, რომ ლამაზია
- დატკბით ყოველი მომენტით
- დატოვეთ მის მეხსიერებაში რაც შეიძლება ბევრი ფერადი მომენტი
- ყოველთვის მოუსმინეთ
- აჩვენეთ, რა არის სიყვარული
- ხშირად დაიძინეთ მასთან ერთად
- იცეკვეთ მასთან ერთად
- ხშირად შეახსენეთ, რომ სილამაზესთან ერთად აუცილებელია ჭკუა
- აცადეთ, პრობლემები თავად მოაგვაროს
- აჩვენეთ სპორტის სამყარო
- ასწავლეთ პასუხისმგებლობა თავისი ქმედებების შემდეგ
- ენდეთ





