ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო შაკირას კონცერტიდან, რის გამოც ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
ვიდეოში ჩანს, რომ კონცერტის მიმდინარეობისას მასთან მომუშავე ოპერატორმა, რომელიც მომღერალს სცენაზე ასვლამდე უღებდა, წონასწორობა დაკარგა და წაიქცა.
სხვა ხედით გადაღებული კადრები ცხადყოფს, რომ შემსრულებელს მომხდარზე მომენტალური რეაქცია არ ჰქონია, მან მხოლოდ შეშფოთება გამოხატა, შეხედა წაქცეულს, გვერდი აუარა და პერფორმანსი განაგრძო.
ეს შემთხვევა სოციალურ ქსელებში დებატების საგნად იქცა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო ფიგურის ქცევა მსგავს გაუთვალისწინებელ სიტუაციებში.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მუსიკოსის რეაქცია არაემპათიური იყო, ფანები და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები კი ამართლებენ მას, რადგან მათი თქმით, ცოცხალი შოუ მკაცრად არის გაწერილი წამებში და არტისტის გაჩერებას შესაძლოა ქაოსი გამოეწვია.
დამცველები ასევე ხაზს უსვამენ, რომ სცენის მიღმა არსებობს სპეციალური გუნდი, რომლის მოვალეობაც ასეთ შემთხვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირებაა.
შაკირა მადრიდში სპეციალურად მისთვის მოწყობილ არენაზე რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს