LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი გრანდიოზულად გაიხსნა – ცერემონიაზე შაკირამ ტურნირის ოფიციალური ჰიმნი შეასრულა

363
photo-collage.png

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ოფიციალურად დაიწყო. ტურნირმა სტარტი 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე მექსიკაში, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით აიღო. თამაში მეხიკოში, ლეგენდარულ სტადიონ – „აცტეკაზე“ შედგა, მატჩის დაწყებამდე კი, მუნდიალის გახსნის გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა მუსიკოსებმა და ბენდებმა მიიღეს.

ტრადიციული მექსიკური კულტურისა და ცეკვების გარდა, სცენაზე საერთაშორისო შემსრულებლების პერფორმანსებიც ვიხილეთ.

ცერემონიაზე შაკირა და Burna Boy-ც გამოჩნდნენ. მათ ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი – Dai Dai შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, სამივე მასპინძელ ქვეყანაში – მექსიკა, აშშ და კანადა – ტურნირი დამოუკიდებელი საზეიმო ცერემონიებით იხსნება.

12 ივნისს ლოს-ანჯელესსა და ტორონტოში დაგეგმილ გახსნის ცერემონიებზე იმღერებენ: კეტი პერი, ლისა, Future, Anitta, Rema, თაილა, ალანის მორისეტი, მაიკლ ბუბლეი და მრავალი სხვა.

კეტი პერი, ლისა, თაილა, შაკირა – ცნობილია, ვინ იმღერებენ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნაზე

ფიფა-ს მსოფლიო თასის 23-ე გათამაშება, 19 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის ფინალური მატჩის ტაიმებს შორის შესვენება კი ასევე პირველად მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში, მუსიკალურად გაფორმდება.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს მუსიკალურად მადონა, შაკირა და BTS გააფორმებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები