LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა ჟურნალის – People ივნისის ნომრის სახეა

112
photo-collage.png (9)

შაკირა ჟურნალის – People ივნისის ნომრის მთავარ გმირად და გარეკანის სახედ მოგვევლინა. მომღერალი გამოცემასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 30-წლიან მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრების ახალ ეტაპსა და რთული პერიოდის გადალახვაზე საუბრობს.

არტისტი მკითხველს უზიარებს თავის გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ გარდაქმნა პირადი სირთულეები და გულისტკენა ახალ ძალად და შემოქმედებით ენერგიად.

ამასთან, ის გულწრფელად საუბრობს დედობაზე, ურღვევ კავშირზე ფეხბურთთან და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატის შოუზე.

აღსანიშნავია, რომ შაკირა 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიას დაწერს, ვინაიდან 19 ივლისს დაგეგმილ ფინალზე ისტორიაში პირველი შუალედური შოუს ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იქნება.

ჟურნალ People-ის ზაფხულის პირველი გამოცემა პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში, 15 ივნისიდან გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები