შაკირას კონცერტზე თაილა გამოვიდა. მოულოდნელი და ენერგიული კოლაბორაცია ბრუკლინში, Barclays Center-ის სცენაზე, შაკირას მეთორმეტე სტუდიური ალბომის – Las Mujeres Ya No Lloran მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში შედგა.
სამხრეთ აფრიკელი არტისტი კოლუმბიელ კოლეგას სპეციალური სტუმრის სტატუსით შეუერთდა და მასთან ერთად საკულტო ჰიტი – Hips Don’t Lie შეასრულა.
თაილას სიურპრიზად გამოჩენამ და მომღერლების ერთობლივმა შთამბეჭდავმა ქორეოგრაფიამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თაილა იდეალურად შეეწყო შაკირას ენერგიას.
იმავე საღამოს შაკირამ სცენაზე სხვა გლობალური ვარსკვლავებიც მიიწვია, მათ შორის ედ შირანი და Burna Boy.
ცნობისთვის, გასული წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაკირა და თაილა ერთობლივ სიმღერას გამოუშვებდნენ, ეს პერფორმანსი კი შესაძლოა მომავალი თანამშრომლობის წინაპირობა იყოს.
შაკირა და თაილა ერთობლივ სიმღერას გამოუშვებენ
შეგახსენებთ, რომ შაკირამ მეთორმეტე სტუდიური ალბომი – Las Mujeres Ya No Lloran 2024 წლის 22 მარტს გამოუშვა, მისი მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე კი გასული წლის 11 თებერვალს დაიწყო. ტურნეს დასკვნითი პერფორმანსები 18 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, მადრიდში გაიმართება. ისტორიული, 12-დღიანი რეზიდენციით, შაკირა ევროპაში 2018 წლის შემდეგ ბრუნდება და ესპანეთში სპეციალურად ამ მოვლენისთვის აშენებულ დროებით არენაზე — „შაკირას სტადიონი“ წარდგება.
