LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დუა, გესმის ჩემი?!“ – შაკირამ დუა ლიპას შესახებ ისაუბრა და მასთან კოლაბორაციის სურვილი გამოთქვა

112
photo-collage.png (40)

შაკირამ საჯაროდ გამოხატა სიმპათია დუა ლიპას მიმართ და მასთან ერთობლივი სიმღერის ჩაწერის სურვილიც გამოთქვა. კოლუმბიელმა მომღერალმა ეს განცხადება ლელე პონსის პოდკასტში სტუმრობისას გააკეთა, რითაც მუსიკალურ სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

შეკითხვას, თუ რომელ არტისტთან ისურვებდა სამომავლოდ მუშაობას, შაკირამ დაუფიქრებლად უპასუხა და სასურველ კოლაბორატორად, სწორედ დუა ლიპა დაასახელა.

ინტერვიუს დროს შაკირამ ინგლისელ კოლეგას პირდაპირაც მიმართა:

ძალიან მინდა დუა ლიპასთან კოლაბორაცია. დუა, გესმის ჩემი?!“.

შაკირას თქმით, აღფრთოვანებულია დუა ლიპას ნიჭით, სტილითა და ენერგეტიკით. მან საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტიც გააჟღერა და გაამხილა, რომ დუა ლიპა სრულყოფილად საუბრობს ესპანურად, რაც პოტენციურ ერთობლივ ტრეკს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

ინსაიდერების ინფორმაციით, ორენოვანი გლობალური ჰიტის შესაქმნელად წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, ფანები კი მოუთმენლად ელიან პროექტს, რომელიც შაკირას ლათინოამერიკულ რიტმებსა და დუა ლიპას თანამედროვე პოპ-ჟღერადობას გააერთიანებს.

ცნობისთვის, დუა ლიპამ Radical Optimism Tour-ის ფარგლებში, ბოგოტაში გამართულ კონცერტზე შაკირას 1995 წლის სიმღერა – Antología შეასრულა. შაკირამ მას ამისთვის მადლობა გადაუხადა, რაზეც დუამ უპასუხა, რომ ამ სიმღერის შესრულება მისთვის დიდი პატივი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები